„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
„საპარტნიოროფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
„საპარტნიოროფონდი“ ეხმაურება საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისწევრების ინიციატივასა და მოწოდებას. ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციას და „საპარტნიოროფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ”, – აცხადებენ “საპარტნიორო ფონდში”.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის თქმით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას.
„ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე, ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე, ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.