გია გაბრიჭიძე: ხელფასის მესამედის გადარიცხვა ბრძოლის ფონდში კარგი საქმე რომაა, თქმა არ სჭირდება

„ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი იყო აბსოლუტურად გაწონასწორებული და პანდემიაზე გამარჯვებაში დარწმუნებული კაცის გამოსვლა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, გია გაბრიჭიძე წერს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს მთელი დღის განმავლობაში ავტომობილებით მიჰქონდათ სხვადასხვა სახის დახმარება მოსახლეობასთან.

„ის, რომ “ოცნების” ის წევრები, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციაში მუშაობენ, მაქსიმალურად არიან ჩართულნი მოსახლეობის დახმარებაში, ესეც ჩემი თვალით ვნახე ორშაბათს – ჩემი რედააქციის წინ არის ”ოცნების” ოფისი და მთელი დღის განმავლობაში ავტომობილებით მიჰქონდათ სხვადასხვა სახის დახმარება მოსახლეობასთან. ხელფასის მესამედის გადარიცხვა ბრძოლის ფონდში კარგი საქმე რომაა, თქმა არ სჭირდება”, – აცხადებს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები