დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია ეძლევათ

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მიეწოდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ, “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია, ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატებისა და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე, იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნულია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები