WHO, FAO, WTO: COVID-19-ზე ჩვენმა პასუხმა არ უნდა გამოიწვიოს შიმშილის ზრდა და არასრულფასოვანი კვება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორებმა ვაჭრობასა და პროდუქტებზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ტედროს არდახან გებრეიესუსის, ციუ დუნიუისა და რობერტ აზევედას ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დროა, ქვეყნებმა სოლიდარობა გამოიჩინონ, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მიზნებით იმოქმედონ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ COVID-19-ზე ჩვენმა პასუხმა არ გამოიწვიოს დაუგეგმავი, გაუმართლებელი, საქონლის მნიშვნელოვანი უკმარისობა, ასევე, არ გამოიწვიოს შიმშილის ზრდა და არასრულფასოვანი კვება”.

“მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოქმედებენ, თუმცა არ უნდა დაუშვან, რომ სავაჭრო შეზღუდვა და კვებითი პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი გაწყდეს. კვებითი სფეროსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული თანამშრომლების გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, საზღვრებზე კონტეინერების შეყოვნების მატება, მალფუჭებადი საქონელს აზიანებს და კვებითი ნარჩენების ზრდას იწვევს, რამაც შეიძლება ვაჭრობაში შეზღუდვები გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, დაუსაბუთებელ შიშს გამოიწვევს პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუ ამგვარი სცენარი განვითარდა, ეს კვების მიწოდების ჯაჭვში შეფერხებას გამოიწვევს, რაც მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

საკვები პროდუქტების საკმარისი რაოდენობის არსებობასთან დაკავშირებით გაურკვევლობამ შესაძლოა საექსპორტო შეზღუდვების ტალღა გამოიწვიოს, გლობალურ ბაზარზე დეფიციტის შექმნით. ასეთი რეაქცია კი, მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსს დაარღვევს, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს.

ადრინდელი კრიზისებიდან გვახსოვს, რომ ასეთი სახის ზომები განსაკუთრებული ზარალის მომტანია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის.

უნდა ვერიდოთ მსგავსი საფრთხის შემცვლელი ზომების მიღებას. სწორედ ასეთ დროს, როგორიც დღეს არის, სასიცოცხლოდ აუცილებელია მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა. მკაცრი იზოლაციის პირობებში, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ვაჭრობა რაც შეიძლება თავისუფლად ვითარდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია კვების პროდუქტების მწარმოებლებისა და საკვებ სფეროში მომუშავე თანამშრომლების დაცვა, რომ საკვებით მომარაგების შეფერხება არ მოხდეს.

მომხმარებელს კი უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკვებთან წვდომისა საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს.

დროა, ქვეყნებმა სოლიდარობა გამოიჩინონ, პასუხისმგებლობით და ერთობლივი მიზნებით იმოქმედონ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ COVID-19-ზე ჩვენმა პასუხმა არ გამოიწვიოს დაუგეგმავი, გაუმართლებელი, საქონლის მნიშვნელოვანი უკმარისობა, ასევე არ გამოიწვიოს შიმშილის ზრდა და არასრულფასოვანი კვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები