ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში მდებარე საგუშაგოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.

მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები. ვახტანგ გომელაური საგუშაგოებზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მინისტრი მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები