პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის მდგომარეობა საგანგაშო არ არის
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მისივე ინფორმაციით, ორი პაციენტის შემთხვევაში ღრმა კვლევა მიმდინარეობს.
„აქ არის ერთადერთი, რაც იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის კიდევ ორი პაციენტი, რომლის ძალიან ღრმა კვლევა მიმდინარეობს ახლა, რადგან სამ პაციენტზე არავითარი ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით. ორი კარანტინის ზონიდან არის, ერთი არის, ასე ვთქვათ, დადგენილი კლასტერის კონტაქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეშფოთების საფუძველი. ორ შემთხვევაში ძალიან ღრმა კვლევა ტარდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობას დაემატა ხუთი ახალი პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის საგანგაშო“, – განაცხდა იმნაძემ.