კორონავირუსის ფონზე, ემანუელ მაკრონის ნდობის რეიტინგი გაიზარდა

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ნდობის რეიტინგი გაიზარდა.

შესაბამისი გამოკითხვა Ifop Fiducial-მა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ფრანგების 46% დადებითად აფასებს ქვეყნის ლიდერის ქმედებებს. ამ მაჩვენებლით, მაკრონის ნდობის რეიტინგი ერთ თვეში 13 პუნქტით გაიზარდა.

მაკრონის საქმიანობის შეფასების ამგვარი მაჩვენებელი 2018 წლის თებერვლიდან არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები