ირანში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 320 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ალკოჰოლით 3,1 ათასზე მეტი მოიწამლა და 320 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
ირანში, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, მეთილის სპირტს უშვებენ, კორონავირუსის გავრცელების ფონზე კი ალკოჰოლით მოწამვლის ფაქტები გახშირდა, რომელსაც ადამიანები ვირუსისგან “პროფილაქტიკის მიზნით” ღებულობენ.
“დღესდღეობით სპირტით მოწამვლის 3117 ფაქტი გვაქვს, 1066 პირი ჰოსპიტალიზებულია. სამწუხაროდ, 320 გარდაცვლილია”, – აღნიშნა ჯაჰანპურმა.
ირანში კორონავირუსის 44,6 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, 2898 გარდაცვლილია, 14 656 კი გამოჯანმრთელდა.