ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე კვლევა 13 პაციენტს ჩაუტარდება

“ჩვენს კლინიკაში, ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტი დღეს მათ კლინიკაში მყოფ 13 პაციენტს ჩაუტარდება.

“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია. გუშინ ტესტი 7 პაციენტს ჩაუტარდა და შვიდივე პასუხი ნეგატიური იყო. დღეს კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება. გადაცემულია მათი სია და მოვა ლაბორატორია ტესტების გასაკეთებლად. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები