რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე პრემიერმა და პატრიარქმა – ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

„შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გამკაცრებული საკარანტინო ზომების გარემოებებს“, – განუცხადა ჯაღმაიძემ „კვირას“.

ცნობისთვის, დღეიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული – იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გაგრძელდება.
“ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა  და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე – ეკლესიისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები