მიხეილ ჩხენკელი: ​”ტელესკოლით“ მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება, რადგან გაკვეთილებში საუკეთესო პედაგოგები გვყავს ჩართული

“დაიწყო მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს “პირველ არხთან” ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში, „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველა მოსწავლეს აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, ​”ტელესკოლით“ მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება.

„კორონავირუსის გამოწვევის გამო, დროებით შეჩერებულია მეცადინეობა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ სასწავლო პროცესი არ უნდა შეაჩეროს. აქედან გამომდინარე, სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე. გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს “პირველ არხთან” ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ, ამ პროექტის ფარგლებში, „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველა მოსწავლეს აქვს განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არ ინტერნეტთან წვდომა. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივებს დაემატა ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა –  „ფიდცი“, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. მინდა, კომპანია „ფიდცს“ დიდი მადლობა გადავუხადო გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ამ მეთოდით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად ეფექტური, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი დაიწყო გუშინ და დაიწყო ძალიან წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები