საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში COVID- 19 – ით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან, დღეს ორი სახლში გაეწერა. ცენტრის დირექტორის თქმით, მათი მეორადი ტესტები კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა.

“ორი პაციენტი მალე წავა სახლში, მათი ანალიზის პასუხები კორონავირუსზე, მეორედ ჩატარებული სინჯის მიხედვითაც, უარყოფითი აღმოჩნდა. კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, კორონავირუსის დიაგნოზით ,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,კარანტინში კი 56 ადამიანია,მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”,-აღნიშნა მიხეილ ქამუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ​კორონავირუსის დიაგნოზით სულ ოთხი პაციენტი მკურნალობდა,მათგან სამი უკვე განიკურნა, ერთი პაციენტი კი მკურნალობას განაგრძნობს. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 100დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 18,კარანტინში  4978მოქალაქეა,ხოლო სტაციონარში 266 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები