ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება გრძელდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეხმარება. ასევე, უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.

მოხალისეებმა დაიწყეს სოციალური კამპანია “ბაღდათელები ერთმანეთისთვის”, რომელსაც არამარტო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებიც შეუერთდნენ.

სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოხალისეებმა 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს საკვები პროდუქტები უკვე გადასცეს.

ამჯერად, მოხალისეებმა ფონდში დარიცხული თანხით საკვები პროდუქტები შეიძინეს და უახლოეს დღეებში მათი ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის დარიგება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები