„გალტ ენდ თაგარტის“ რჩევა ხელისუფლებას – როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კრიზისი

როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების ნაბიჯები, რათა კრიზისი შედარებით უმტკივნეულოდ დავძლიოთ. საივესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტის“ რეკომენდაციების ნუსხას აქვეყნებს:

მოკლევადიანი ღონისძიებები

• მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
• ქონების გადასახადის განახევრება;
• საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
• ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება;
• საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით;
• ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვ.);
• საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება;
• საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება;
• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება.

საშუალო/გრძელვადიანი ღონისძიებები
• ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით;
• არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები);
• დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი: • შიდა ბაზრისთვის
• ექსპორტისთვის
• უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
• განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.

„გალტ ენდ თაგარტის“ ოპტიმისტური პროგნოზის თანახმად, კორონავირუსის გამო, უცხოური ინვესტიციები საქართველოში 0.1 მილიარდი დოლარით შემცირდება. 0.2-მილიარდიანი კლება ივარაუდება ფულადი გზავნილების ნაწილში. 0.2 მილიარდით შემცირდება ექსპორტიც. 1.2 მილიარდით დაიკლებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ჯამურად, მოსალოდნელ წლიურ დანაკლის „გალტ ენდ თაგარტი“ 1.7 მილიარდი დოლარის ფარგლებში ვარაუდობს, პესიმისტური პროგნოზის თანახმად, დანაკლისმა შესაძლოა, 4.4 მილიარდს მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები