მიხეილ სააკაშვილმა ფეიკ-ნიუსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია” – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მან ლუგარის ცენტრის მშენებლობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია და ყველა გადაწყვეტილება 2002 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს მიიღეს.

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა, მე კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. პირველ ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერა, მეორეზე – საქართველოს და შეერთებული შტატების თავდაცვს მინისტრების ხელმოწერა. ეს მოხდა 2002 წელს. შემდეგ, რა თქმა უნდა, პროექტის გაგრძელებაში იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გადაწყვეტილებები, ყველაფერი მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. სხვათა შორის, კახა ბენდუქიძეს აქვს მონაწილეობა მიღებული და მისი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს ინტერნეტ პორტალმა „ოდიშინიუსი” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილის ლუგარის ლაბორატორიის გახსნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა, წარწერით – მადლობა ქართველ ექიმებს! მოგვიანებით მის სტატუსზე სპონსორის ფუნქცია მოიხსნა.

წყარო: SPNEWS

https://spnews.io/?p=13615&fbclid=IwAR1s1k-byLOaljiYszYRmbTzYaKnyLyNGjw9NQutj6Fp9WFN4eUaGhcSbmc

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები