ზაურ დარგალი: მარნეულის საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები, სკრინინგი 13 ათას ადამიანს ჩაუტარდა
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქალაქში სკრინინგი 13 ათას ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ლაბორატორიულად შემოწმებული 49 პირიდან 44-ის პასუხი ვირუსზე უარყოფითია.
„ლაბორატორიულად შემოწმდა 49 ადამიანი. 44-ის პასუხი მოვიდა და უარყოფითია. ელოდებიან ხუთი პირის პასუხს. მარნეულში გრძელდება ასევე სკრინინგი, შემოწმდა 13 ათასი ადამიანი, საიდანაც ოთხს ჰქონდა ტემპერატურა. ორი იყო საეჭვო და მიმდინარეობს დაკვირვება. არ არის პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემა. საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები. ბოლო სამი დღეა, არ დაფიქსირებულა კარანტინის სივრციდან გასვლის მცდელობის ფაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.