საგარეჯოს მერი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა.
მერმა მოსახლეობას, კორონავირუსის პრევენციისთვის, ფლაერების სახით აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ჯანდაცვის რეკომენდაციები გადასცა.
გიორგი ერბოწონაშვილი არსებულ სიტუაციას გაეცნო და მოქალაქეებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინფიცირების არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს.