აზერბაიჯანში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ ვირუს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევები ორამდე გაიზარდა.
შტაბში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული საავადმყოფოში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა, ასევე, თანმდევი დაავადებები: შაქრის დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება აწუხებდა.
გარდაცვლილის ნათესავები, ასევე, ის პირები, რომლებიც მასთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, კარანტინში არიან გადაყვანილი.