ირანს კორონავირუსის ახალი ტალღა ემუქრება

“ირანი შესაძლოა, კორონავირუსის აფეთქების ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდეს”, – განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალი რაბიმ.

მისი თქმით, ასეთი განვითარება შესაძლებელია, რადგან ზოგიერთმა მოქალაქემ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების იგნორირება მოახდინა.

“სამწუხაროდ, ზოგიერთმა ირანელმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია არაფრად ჩააგდო და საახალწლო დღესაწაულის დროს მგზავრობდა. ამან შესაძლოა, მეორე ტალღა გამოიწვიოს”, – განაცხადა რაბიმ.

​ირანში გასულ დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 2 ათასით გაიზარდა. ჯამურად, ქვეყანაში 27 ათასი ინფიცირებულია, 2 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები