ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან ონლაინთათბირი გამართა

შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანლებთან ონლაინთათბირი გამართა.

თათბირზე სოფლებში არსებული მდგომარეობა და ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განიხილეს. ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი დავალებები მისცა.

“რწმუნებულებს მივეცი დავალება ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარონ მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია მერიაში მოქმედი ცხელი ხაზის შესახებ, მოინახულონ რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები და, საჭიროებისამებრ, დაეხმარონ. დავიწყეთ საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც რისკჯგუფებში შემავალი არცერთი ადგილობრივი არ დარჩება უყურადღებოდ. მთავარია, მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ონლაინთათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილეები –  ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები