შუახევის მერიაში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის გადამზადების ტრენინგს დაესწრო.
ტრენინგები მოხალისეთა ჯგუფს საქართველოს “წითელი ჯვრისა” და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.
ტრენინგის მიზანია მოხალისეებისთვის იმ რეკომენდაციების მიწოდება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
მოხალისეები სასურსათო კალათებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებს გადასცემენ.