ჩხოროწყუში მოხალისეები მოქალაქეებს შორის დისტანციას აკონტროლებენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოხალისეები ბანკებში, აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში რიგებს აკონტროლებენ.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი რისკჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს დაეხმარება. ისინი უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვადასხვა ობიექტზე რიგების მოწესრიგებას, გააკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციას. მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლში მიუტანენ. საჭიროების შემთხვევაში, ასრულებენ, ასევე, სხვა დამატებით სამუშაოებს.

მოხალისეები საქართველოს “წითელი ჯვრის” წარმომადგენლების მიერ არიან გადამზადებულნი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები