საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
საქართველოში საქალაქთაშორისო გადაადგილება შეზღუდულია. მგზავრები გადაადგილებას მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მატარებლით ვერ შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. იცით, რომ ქვეყანა გადავიდა ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სიჩქარე. ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის, მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე. გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურია, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.