წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჯვარში განსაკუთრებული რისკის მქონე ბენეფიციარებს საკვები სახლში მიუტანეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოდან განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს მოხალისეებმა კუთვნილი ულუფა შინ მიუტანეს.
როგორც წალენჯიხის მერიაში განმარტავენ, მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან. ბენეფიციარებისთვის საკვებით უზრუნველყოფის პროცესს, ადგილზ წალენჯიხა -ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი – გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი – ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ცოტნე შონია გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე, პერმანენტულად ხდება სასურსათო მაღაზიების სანიტარული ნორმების მონიტორინგი და მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გაცნობა.