შუახევის თვითმმართველობა სოციალურ კამპანიას იწყებს
შუახევის თვითმმართველობა ახალ სოციალურ კამპანიას ” ერთმანეთისთვის“ იწყებს.
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოხალისები, თავიანთი ინიციატივით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელებს, მრავალშვილან ოჯახებს და სარეცელს მიჯაჭვულებს დაეხმარებიან.
შუახევის თვითმმართველობა ასევე უერთდება სოციალური ქსელის კამპანიას და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიმართავს:- “მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის”.
#მეტიპასუხისმგებლობა
#ერთადდავამარცხოთკორონავირუსი
#StopCov #დარჩისახლში.