გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე წისქვილკომბინატში იმყოფებოდა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს.
“ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, საწარმო უახლოეს დღეებში კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს”,- აღნიშნა რწმუნებულმა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.