ივანე მაჭავარიანი: ღიად გეტყვით, არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე
“ღიად გეტყვით, არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე, არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესს საშემოსავლოს ნაწილი დავუთმოთ”,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალური დაცვის მექანიზმებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამ პერიოდში პირველ რიგში, საუბარი არის სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება ცხოვრება იმიტომ, რომ ან სამსახური დაკარგა დროებით, ან შემოსავლის წყარო. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისულ ბიუჯეტზე, ამ ფილოსოფიით უნდა გადაეწყოს ეს ბიუჯეტი, რომ ამ პერიოდში სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას.
ღიად გეტყვით, არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე, არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესს საშემოსავლოს ნაწილი დავუთმოთ, რომ მათ დაუტოვონ ხელფასის გადახდა და ჩვენ მოვუხსნით საშემოსავლო ვალდებულებას. სამწუხაროდ, ერთი ზომა ყველას არ ჰყოფნის, რადგან სხვადასხვა ბუნების არის,”-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.