განადგურებული მანქანები და დაზინებული სახლები – ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ფოტო, ვიდეო)

0

ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებთან ახლოს დღეს, 22 მარტს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ევროპული სეისმოლოგიური სააგენტოს EMSC-ის ინფორმაციით მიწისძვრის სიძლიერემ 5,3 მაგნიტუდას მიაღწია და დიდი ტერიტოია მოიცვა.

თვითმხილველების თქმით, მიწისქვეშა ბიძგების გამო, ზოგიერთ შენობის კედლები და სახურაები დაზიანდა. ქუჩებში აგურების ნამტვრევები ყრია. შედეგად ქალაქ ზაგრებში 15 წლის მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.

ქალაქში პანიკამ დაისადგურა, ხალხი საკუთარი სახლებიდან გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი