სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპოდენციას სამსახურის შენობებთან განთავსებული სპეციალური ყუთების მეშვეობით მიიღებს.
მოქალაქეებს დოკუმენტების გაგზავნა, ასევე, შეუძლიათ ელექტრონულად მისამართზე: info@ssg.gov.ge.