ფოთში COVID-19-ის პრევენციის ღონისძიებებში მოხალისეები ჩაერთნენ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი საჯარო მოხელეები და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლები.
45 მოხალისე, რომელსაც შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს.
ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.