WHO–ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 20 ვაქცინა შემუშავების სტადიაზეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დასამტკიცებლად კორონავირუსზე 40 ტესტი მიიღო, ასევე, ვირუსის საწინააღმდეგო 20 ვაქცინა შემუშავების სტადიაზეა.
ამის შესახებ რუსეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვაქცინების ცდების პირველი შედეგების მიღება უკვე რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში სამეცნიერო შემუშავებას მიესალმება, რადგან ყველა მათგანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზეა მიმართული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებისთვის. ამჟამად, ორგანიზაციამ დასამტკიცებლად 40 დიაგნოსტიკური ტესტი მიიღო, ასევე, 20 ვაქცინა შემუშავების სტადიაზეა, მიმდინარეობს უამრავი კლინიკური ცდა. ველოდებით, რომ პირველი შედეგები უკვე რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი”, – აღნიშნა ვუინოვიჩმა.