დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გამო, დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.
ბრიფინგებისა და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. www.parliament.ge ველში: /გვიყურეთ ონლაინ/
ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში. ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელ ფოსტაზე:
PRDEPARTMENT@PARLIAMENT.GE
შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, პარლამენტში მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები