თურქეთში, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, კუსტარულად დამზადებული სპირტის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა –15 ადამიანი გარდაიცვალა, 60 რეანიმაციაშია
“თურქეთში 15 ადამიანი გარდაიცვალა და 60 რეანიმაციაშია მას შემდეგ, რაც მათ სტამბოლში, კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით, კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლი გამოიყენეს”, – წერს Hurriyet-ი.
აღნიშნულია, რომ თურქმენეთის მკვიდრებმა კუსტარულად დამზადებული სპირტი პროფილაქტიკის მიზნით გარეგანი გამოყენებისთვის შეიძინეს. მოგვიანებით, მათ ალკოჰოლის დალევა დაიწყეს, რამაც მასობრივი მოწამვლა გამოიწვია.
სპირტის გაყიდვისთვის შვიდი ადამიანია დაკავებული, დაწყებულია გამოძიება.