ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 529–მდე გაიზარდა – ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა მთლიანად აიკრძალა
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 529–მდე გაიზარდა, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, მოშე ბარ სიმან–ტოვმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება.
ამის პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა მთლიანად აიკრძალა. გასულ კვირას ისრაელში მოხვედრა ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი.
წესების გამკაცრების რეკომენდაციით ჯანდაცვის უწყება გამოვიდა.