ამირან გამყრელიძე: გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა – დიდი მადლობა მათ

“სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება ჩვენ, იცით, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში და სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. მადლობა მათ იმიტომ, რომ რეჟიმი გამკაცრდა, რეჟიმი უფრო მეტად,  უფრო კარგად დაცულია, ვიდრე კარანტინისა და თვითიზოლაციას დაცვის წესებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამონიტორინგებდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერმინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამურად, 127 ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები