მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური – აუდიოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, დეზინფორმაცია და „ფეიკ ნიუსია“
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური სრულ დეზინფორმაციას უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მოსაუბრე ამტკიცებს, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.
“აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას, ე წ. “ფეიკ ნიუსს”. საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მხრიდან სხვადასხვა ოფიციალური არხის მეშვეობით რეგულარულად ვრცელდება. ოფიციალურ წყაროებს შორის, ერთ-ერთია კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებგვერდი www.stopcov.ge”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, მოსახლეობას აუდიოჩანაწერი ეგზავნება, სადაც მოსაუბრე ამტკიცებს, რომ შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, რასაც მოსახლეობას უმალავენ.