საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის
საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეგახსნებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0689 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.3974 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3684
ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.
თამუნა შეყილაძე