სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლს, რომელშიც კვაჭანტირაძეების ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი უცნობია. ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო სამსახურს  სახლი უკვე დამწვარი დახვდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები