ბუდაპეშტის აეროპორტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას აჩერებს

ბუდაპეშტის აეროპორტი დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების პერევენციის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას წყვეტს.

“აეროპორტი არ იხურება, რეისების გაგზავნა და მიღება გაგრძელდება, თუმცა ქვეყანაში მხოლოდ უნგრეთის მოქალაქეებს შეუშვებენ. ქვეყნის დატოვება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომდევნო დღეებშიც შეეძლებათ”, – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აეროპორტში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც მესამე ქვეყანაში მოხვედრა სურთ, რეისის დალოდება აეროპორტში სპეციალურად შექმნილ ზონაში მოუწევთ.

ასეთ მგზავრებს შესთავაზებენ საკვებს, მინერალურ წყალს და მოთხოვნის შესაბამისად ნიღბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები