აზერბაიჯანში კორონავირუსის 28 დადასტურებული შემთხვევაა

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ სამ მოქალაქეს დაუდასტურდა, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 28 შეადგენს.

ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტში არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ დაავადებულები განსაკუთრებულ რეჟიმში არიან მოთავსებული, ამჟამად, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

აზერბაიჯანში 3 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება სრული მობილიზაციის მდგომარეობაში იმყოფება.

ბოლო მონაცემით, ქვეყანაში 28 დადასტურებული შემთხვევაა, 6 პაციენტი განიკურნა, ერთი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები