ნინო ქადაგიძე: სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან

“მოსამართლე დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ – სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე ნებისმიერი მითითებებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„მოსამართლე დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ – სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან. გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო. მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს, პირველ ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები