ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულია იმავე მანქანაში მყოფი ორი პიროვნებაც.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს -ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ – ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.