ფიზიკური პირების დაკრედიტების გამარტივებული რეგულაციები ხვალიდან ამოქმედდება

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.
უფრო დეტალურად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
ეროვნულ ბანკს რეგულაციის გამარტივების შესახებ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ელექტრონული/ონლაინ პლატფორმების/არხების საშუალებით მიაწოდოს.
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა ხვალ სოციალურ ქსელ Facebook – ის საშუალებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ შეკითხვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები