“საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისი შეზღუდონ”
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები”, – ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთანა დაკავშირებული.
„დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.