გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანლებთან ერთად ვიდეოკონფერენცია გამართა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციაში შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლებთან ვიდეოკონფერენციები მიმდინარეობს. შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილიმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, დიმიტრი გიგაშვილმა ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში თვითიზოლაციის პროცესის მონიტორინგის მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს. მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თვითიზოლაციის პროცესთან დაკავშრებით. მხარეები კოორდინირებულად მუშაოებენ. რწმუნებულის თქმით, რეგიონში სტაბილური სიტუაციაა და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები