14 მარტიდან საგარეჯოს ყველა უბანსა და კორპუსში სასმელი წყლით მომარაგება დაიწყება
14 მარტიდან საგარეჯოს ყველა უბანსა და კორპუსში სასმელი წყლით მომარაგება დაიწყება. ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ერბოწონაშვილის ინფორმაციით, ყველა საერთო საცხოვრებელთან და ყველა უბანში განთავსდება წყლით სავსე, ე.წ ელექტრო პომპის სისტემით აღჭურვილი სუფთა რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყლის ჭურჭელის და არსებული რეზერვუარების შევსების საშუალება ექნება.
“ჩემო თანაქალაქელებო, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 14 მარტიდან, ქალაქ საგარეჯოში, ყველა უბანსა და კორპუსში დაიწყება სასმელი წყლით მომარაგება. კერძოდ, ყველა საერთო საცხოვრებელთან და ყველა უბანში განთავსდება წყლით სავსე, ე.წ ელექტრო პომპის სისტემით აღჭურვილი სუფთა რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას საშუალება ექნება წყლის ჭურჭელისა და არსებული რეზერვუარების შევსების! გთხოვთ, მოემზადოთ შესაბამისად და მოიმარაგოთ წყალი. აღნიშნული აქცია გაგრძელდება საჭიროების მიხედვით, მანამ, სანამ საგარეჯოს წყალმომარაგების რეჟიმი სრულად არ აღდგება! უახლოეს მომავალში -კი, საკომუნიკაციო სისტემის სატესტო რეჟიმის გასვლის შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა სრულად გადაეჭრება ქალაქ საგარეჯოს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელს”,- აღნიშნულია განცხადებაში.