დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია

„მივესალმები იმას, რომ „ქართუ“ ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას თანადგომა სჭირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით ერთვება იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია.

„შესაძლოა, სახელმწიფოს როგორც სტრუქტურულად, ისე ორგანიზაციულად და ფინანსურად დასჭირდეს დამატებითი რესურსები და გარანტია უკვე აღებულია. ბიძინა ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება და პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ყველა ჩაერთო, მაგრამ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერავინ ჩაანაცვლებს. ამიტომ გავითავისოთ, რომ საფრთხე რეალურია. დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ფონდმა „ქართუმ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები