აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 16–მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსი ოთხ მოქალაქეს დაუდგინდა, რომლებიც სამშობლოში ირანიდან და იტალიიდან ჩავიდნენ. ჯამურას, აზერბაიჯანში კორონავირუსის უკვე 16 დადასტურებული შემთხვევა, ასევე, ქვეყანას ერთი გარდაცვლილი ჰყავს.

ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტში არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ამჟამად, დაავადებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

ადრე ჰოსპიტალიზირებული, 1938 წელს დაბადებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები