თელავში კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში  წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი –  შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად  ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები