ოზურგეთში წიგნის მაღაზია დაიწვა

ოზურგეთში წიგნის მაღაზია “ბიბლუსი” დაიწვა. ხანძარი წიგნის მაღაზიაში დილით გაჩნდა. დამწვარია მაღაზიის მარცხენა ნაწილი. ხანძრის ჩაქრობის დროს ნაწილი წიგნებისა წყალმა დააზიანა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.  ადგილზე ექპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს -ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები